სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს რკინიგზელთა ახალი პროკვაშირების პრეზიდენტის, ვიტალი გიორგაძის ინფორმაციით, რკინიგზის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. მისივე თქმით, დაკავებულია „აუდიტორია 115“-ის წევრი ირაკალი კუპრაძე და პროფკავშირების წევრი გიორგი დიასამიძე. მოშიმშილე რკინიგზელების აქციაზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა საქართველოს რკინიგზის ოფისის ფოიეში შესვლა სცადეს. ისინი მოითხოვდნენ, რომ მოშიმშილეებისთვის ფოიეში შესვლის და იქ ყოფნის საშუალება მიეცათ.
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის შესავლელთან მობილიზებულია სამართალდამცველები. მათ აქციის მონაწილეებს ფოეში შესვლის საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეებს და სამართალდამცველებს შორის ხმაური და დაპირისპირება მოხდა.