დაკავების კადრები ვარკეთილიდან - ტაქსის მძღოლის მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 23 წლის ახალგაზრდა დააკავა - Palitra News

დაკავების კადრები ვარკეთილიდან - ტაქსის მძღოლის მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 23 წლის ახალგაზრდა დააკავა

2019-10-28 10:31:45+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვარკეთილში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ევრცელებს.მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ისან-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული გ.ნ. თბილისში დააკავეს.