აჭარის უმაღლეს საბჭოს წევრი და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის დაკავების ფაქტს ეხმაურება. გია აბულაძე გამოძიების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. მისი განცხადებით, ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება ეჭვებს ბადებს, რადგან მოწმეების ჩვენებები იდენტურია. აბულაძის განმარტებით, მმართველი გუნდი პროცესების "ნაციონალურ მოძრაობაზე" გადაბრალებას ცდილობს. ბრალდებებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი პასუხობს. ცოტნე ანანიძის განცხადებით, მოქალაქე სად და რა ვითარებაში მისცემს ჩვენებას, ეს მისი უფლებაა. რაც შეეხება აქციის ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხს, ასევე, რამდენად სწორად მოხდა მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას დაკავება, - ცოტნე ანანიძე ამბობს, რომ ეს სასამართლოს პრეროგატივაა.