ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 50 000-ზე მეტი ადამიანი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
შემთხვევა დაკას გარეუბანში მოხდა, სადაც მოსახლეობის უმეტეობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვორბს. მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას 6 საათის განამვლობაში ცდილობდნენ.
ადგილობრივი მედიის განცხადებით, ხანძარმა 15 000-მდე სახლი გაანადგურა და 50 000 ადამიანი ღია ცის ქვეშ დარჩა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ხელისუფლება დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებად დაჰპირდა.
წელიწადის ამ დროს მოსახლეობის უმეტესობა რეგიონებში იმყოფება და ყურბან-ბაირამის მუსლიმირ დღესასწაულს აღნიშნავს.