დაიწყო თუ არა მმართველ პარტიასა და სალომე ზურაბიშვილს შორის დაპირისპირების ახალი ეტაპი - კობახიძემ ზურაბიშვილის მიერ დამოუკიდებლობის დღეს გაკეთებული განცხადება დაიწუნა და პრეზიდენტის წარმოთქმულ სიტყვას სირცხვილი უწოდა.ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მმართველმა პარტიამ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იერიშის ახალი ეტაპი დაიწყო, რაც მათივე თქმით, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დამატებით წინაღობებს შექმნის. ქართულ ოცნებაში კი მიიჩნევენ, რომ კი ზურაბიშვილის მიერ სასამართლო სისტემაზე გამოთქმული კრიტიკა არგუმენტებს მოკლებული იყო.