"დაისაჯა ჩემთან მეგობრობის გამო" - ვის ადებს ხელს თვითმხილველი გელა ხვედელიძეზე თავდასხმაში და რა მდგომარეობაშია დაზარალებული - Palitra News

"დაისაჯა ჩემთან მეგობრობის გამო" - ვის ადებს ხელს თვითმხილველი გელა ხვედელიძეზე თავდასხმაში და რა მდგომარეობაშია დაზარალებული

2017-04-03 14:11:10+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც ”პალიტრანიუსს” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის" 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გელა ხვედელიძე დაისაჯა ჩემთან მეგობრობის გამო და გახდა ანგარიშსწორების მსხვერპლი სუს-ის უფროსის მოადგილის გოგაშვილის მხრიდან, - ამის შესახებ პალიტრანიუსს გაზეთ "ქრონიკა +"-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, გელა ხვედელიძე გუშინ მასთან იმყოფებოდა და საუბრობდა მოსალოდნელ საფრთხეებზე, რომელიც შესაძლოა ელისო კილაძის მიერ გამოქვეყნებულ და მომავალში გამოსაქვეყნებელ მასალებს მოჰყოლოდა.

ასევე იხილეთ:

შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეს თავს დაესხნენ - რას ამბობს თვითმხილველი?