საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციებს იწყებს. როგორც ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, პრეზიდენტის დავალებით კონსულტაციები უახლოეს პერიოდში დაიწყება როგორც საქართველოს მთავრობასთან, ისე სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან. მისივე თქმით, განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების თარიღი შესაბამისი კონსულტაციების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი..