ხანძარი, ავტოსაგზაო შემთხვევა, პაციენტის გადაყვანაში დახმარება, ჩაკეტილი კარის გახსნა, ელექტროსადენებში გახლართული მიმინოს გადარჩენა - ეს იმ გამოძახებების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც სამაშველო სამსახური დღის განმავლობაში "პალიტრანიუსთან" ერთად გავიდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა ბექა მეშველიშვილმა Go-pro კამერით გადაიღო, რა პირობებში უწევთ მუშაობა მაშველებს.როგორია იმ ადამიანების რიგითი მორიგეობა, რომლებიც მუდამ მზად არიან თქვენ დასახმარებლად - ნახეთ "პალიტრანიუსის" ობიექტივში აღბეჭდილი მაშველის ერთი დღე.