კომპანია „დაიმლერი“ აცხადებს, რომ „მერსედეს-ბენცის“ მარკის 744 ათას ავტომობილს უკან გაიწვევს, რისი მიზეზიც ავტომობილების ლუქში აღმოჩენილი ხარვეზია. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გაწვევა შეეხება 2001-2011 წლებში წარმოებულ C-Class-ის, CLK-Class-ის, CLS-Class-ის და E-Class-ის 20-მდე მოდელს.
ავტომწარმოებლის ინფორმაციით, იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ლუქი თავიანთი ხარჯებით შეაკეთეს, შეუძლიათ, კომპენსაცია მოითხოვონ. კომპანია ასევე აცხადებს, რომ დილერები მინის პანელის შეერთებას შეამოწმებენ და საჭიროების შემთხვევაში, ლუქს გამოცვლიან.