09:18
28 ნოემბერი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
"დაიმლერი" ელექტრომობილებისთვის 20 მილიარდი ევროს ელემენტებს შეიძენს
13-12-2018

ლუქს კლასის ავტომობილების მწარმოებელი "დაიმლერი", რომელსაც "მერსედეს-ბენცი" ეკუთვნის, 2030 წლამდე 20 მილიარდ ევროზე მეტის ღირებულების ელემენტების შესყიდვას გეგმავს. ეს ნიშნავს, რომ გერმანული გიგანტი მცირე ხანში ელექტრომობილების მასობრივ წარმოებას დაიწყებს.

ცნობისთვის, "მერსედეს-ბენცი" 2022 წლამდე ბაზარზე 130 ელექტრული და ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილის გამოშვებას გეგმავს. მათ გარდა, კომპანია მყიდველს ელექტრულ ვენებს, ავტობუსებს და სატვირთო ავტომობილებსაც შესთავაზებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები