07:54
10 ივლისი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Daimler-ი სამუშაო ადგილებს შეამცირებს
03-12-2019

გერმანული საავტომობილო კომპანია Daimler-ი 2022 წლამდე ათასობით სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს, რათა ინოვაციურ ტექნოლოგიებში მსხვილი საინვესტიციო პროექტების ფონზე ხარჯები დაზოგოს. ეს კი როგორც მოსალოდნელია Daimler-ს მილიარდ 400 მილიონი ევროს დაზოგვის საშუალებას მისცემს.

კომპანიის ხელმძღვანელობამ უკვე შეათანხმა მთავარი პუნქტები პროფკავშირებთან და პირობა დადო, რომ შემცირება „მაქსიმალურად სოციალურად პასუხისმგებლიანად განხორციელდება“.

თავად გერმანიაში კი სამუშაო ადგილების შენარჩუნების პირობა 2029 წლამდე რჩება ძალაში. კომპანია გეგმავს თანამშრომლებისთვის სამუშაო საათების შემცირებას და ძალიან მკაცრად დაიცავს კონტრაქტების გაგრძელების წესს დროებით დასაქმებულებთან.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები