02:29
19 მაისი, 2022, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
დაიმახსოვრეთ, შანსი არაა, რომ ივანიშვილს ძალიან მალე სიტუაცია არ აუფეთქდეს! - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?
28-01-2022

„ოცნების“ და ივანიშვილის ფლანგის რეიტინგი განადგურებულია და იდეალური ნიადაგია მასობრივი მშვიდობიანი აქციებისა და რიგგარეშე არჩევნების ჩასანიშნად - დაიმახსოვრეთ, შანსი არაა, რომ ივანიშვილს ძალიან მალე სიტუაცია არ აუფეთქდეს! - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი NDI-ის კვლევის შედეგებს.

მისი განცხადებით, გამოკითხვაში ოპოზიციის მხარდაჭერის გამოვლენას ხალხის მცირე ნაწილი ბედავს.

„რაც შეეხება NDI-ის გამოკითხვებს. ის აკურატულია იმ ნაწილში, სადაც ირიბი კითხვებია დასმული და ხალხის მდგომარეობაში, ჩემი პრეზიდენტობის დროსთან შედარებით, ძალიან სერიოზული გაუარესებაა დაფიქსირებული.

რაც შეეხება პიროვნულ და პარტიულ რეიტინგებს, იქ ოპოზიციის მხარდაჭერის გამოვლენას ხალხის მცირე ნაწილი ბედავს. აი წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ საჯარო მოხელე და გირეკავთ უცნობი პირი და გეკითხება, ვინ მოგწონს პოლიტიკოსებიდანო. ვთქვათ, თქვენ მოგწონთ ოპოზიციის რომელიმე ლიდერი, მაგრამ ნახევარი საათის წინ ტელევიზიით ნანახი გაქვთ, რომ ასეთი პოზიციის გამო წულუკიანმა ძალიან პატივსაცემი ხალხი გაყარა სამსახურიდან. ამ დროს, რა თქმა უნდა, ირთვება ქართული "საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს" და ან ამბობ, რომ არავინ მოგწონს ან ვინმე ხელისუფლებიდან. ეგაა და ეგ. შედარებით ობიექტური პირისპირ ანკეტური გამოკითხვაა.

ამ გამოკითხვით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება დაბეჯითებით. „ოცნების" და ივანიშვილის ფლანგის რეიტინგი განადგურებულია და იდეალური ნიადაგია მასობრივი მშვიდობიანი აქციებისა და რიგგარეშე არჩევნების ჩასანიშნად. დაიმახსოვრეთ, შანსი არაა, რომ ივანიშვილს ძალიან მალე სიტუაცია არ აუფეთქდეს!“, - წერს სააკაშვილი.

AutoPlay
მიხაილო პოდოლიაკი - მოლაპარაკებები ძალიან რთულია, რადგან ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია - მარიუპოლის ყველა დამცველი ძალიან სიმბოლურია და ეს ასეა რუსეთისთვისაც, ოღონდ ნეგატიური თვალსაზრისით
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
თურქეთში, ტრაპიზონთან ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ - დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 ადამიანი
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
მარია ზახაროვა - რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო "სიურპრიზს" ჰპირდება
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
უკრაინულმა ჯარებმა ხარკოვის ოლქის სოფელი დემენტივკა გაათავისუფლეს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
პროკურატურა - დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა სკოლის საბანკო ანგარიშიდან მიითვისა დიდი ოდენობით - 142 629,7 ლარი, რომელიც აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
ოთარი
31-01-2022
ეს ნაძირალა სულ რაღაცას უნდა ჯღაბნიდეს? რა ამის პასუხია და ეხლა განაცხადა მე ბაკურიანში გავიზარდეო?:))))))))) ცოტა ხნის წინ ყაზახური სისხლი მიჩქეფს ძარღვებშიო!:)) სამეგრელოში მეგრელი არის და კახეთში კახელი და ა.შ. აი აქედან მარტო რა არსებაა უნდა გააკეთო დასკვნა ნორმალურმა ადამიანმა!
თიკა
31-01-2022
აუ დაგვანებეთ რა თავი ამ უჯიშო ბოროტი არსებით!
ყველა კომენტარი
სხვა სიახლეები