დაიხურება თუ არა სავალუტო ჯიხურები? - მთავრობის გადაწყვეტილება - Palitra News

დაიხურება თუ არა სავალუტო ჯიხურები? - მთავრობის გადაწყვეტილება

2020-03-20 15:15:50+04:00

მთავრობის გადაწყვეტილება, სხვადასხვა საცალო სავაჭრო ობიექტის დახურვასთან დაკავშირებით, სავალუტო ჯიხურებს არ ეხება. როგორც "პალიტრანიუსს" მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, სავალუტო ჯიხურები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.

ცნობისთვის, ქვეყანაში ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება, გარდა სააფთიაქო ქსელისა, სასურსათო მაღაზიებისა, ბენზინგასამართი სადგურებისა, საბანკო განყოფილებებისა და საფოსტო გზავნილების ქსელისა.