შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოსაგზაო შემთხვევების მეორე კვარტლის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ავტოავარიების შედეგად ქვეყანაში დაიღუპა - 108 და დაშავდა - ათას 929 ადამიანი.
ჯამში, მე-2 კვარტალში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, 9 ათას 175; ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, ათას 427 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა რეგისტრირებული.
ამასთან, უწყების ცნობით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად, 14 ქალი, მათ შორის 7 ქვეითად მოსიარულე და 64 კაცი, აქედან 18 ქვეითი დაიღუპა. დაშავებით კი ავარიების შედეგად, საანგარიშო პერიოდში 650 ქალი და 992 მამაკაცი არის დაშავებული.