მარგველაშვილი მესამე შვილის მამა გახდა. როგორც "პალიტრანიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, თომა მარგველაშვილი დღეს საღამოს ღუდუშაურის კლინიკაში დაიბადა. პრეზიდენტის მეორე ვაჟი 2.950 კგ-ს იწონის. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.
გიორგი მარგველაშვილს ჰყავს ასევე უფროსი გოგონა ანა მარგველაშვილი და სამი წლის თემო. პრეზიდენტს და პირველ ლედის, მაკა ჩიჩუას ერთად ოთხი შვილი ყავთ.
ფოტოზე პრეზიდენტი პირველ ვაჟთან, თემო მარგველაშვილთან ერთად.