19:12
4 ივნისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
Newsroom
დაგვიცავს თუ არა ქართული გენი კორონავირუსისგან? - თემაზე გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე საუბრობს
07-04-2020

შესაძლებელია, თუ არა, რომ კონკრეტული გენი იმუნური აღმოჩნდეს კორონავირუსთან მიმართებაში, ამ კითხვაზე გასულ დღეებში ბევრი მოსაზრება მოისმინა მაყურებელმა. ამ აქტუალურ შეკითხვას ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ნიუსრუმი" გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ უპასუხა.

გიორგი ჩინჩალაძე აღნიშნავს, რომ პოპულაციური გენეტიკის შესწავლა მეცნიერულად სწორი და საინტერესო მიდგომაა, თუმცა მისი გაიგივება ეთნოსთან, ან ნაციონალობასთან არ უნდა მოხდეს. "ეს არის დიდი რისკი. პოპულაციური გენეტიკა არ არის ნაციონალობასთან კავშირში. სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რომ ამით არ გამოვიწვიოთ შუღლი ადამიანებს შორის", - ამბობს გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

გარდა ამისა, გიორგი ჩინჩალაძემ თემაზე საუბრისას განაცხადა, რომ ქართული პოპულაცია ამ ეტაპზე არ არის შესწავლილი და არ არსებობს საქართველოს გენეტიკური რუკა. "ჩვენ ჯერ არ ვიცით რა ტიპს მივეკუთვნებით. ჰიპოთეტურად ყველაფერი შესაძლებელია, მათ შორის ისიც, რომ შესაძლოა, იმუნური ვიყოთ გარკვეული დაავადებების მიმართ, თუმცა პრობლემას ემატება ისიც, რომ ჩვენ არ ვიცით ვირუსის გენი და რეცეპტორები, რადგან ის ჯერ არ არის შესწავლილი", - ამბობს ჩინჩალაძე გადაცემაში "ნიუსრუმი".

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები