სამედიცინო ცენტრ "თერჯოლა-მედიში" ორწლინახევრის გოგონა ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. ბავშვის ოჯახი ანესთეზიოლოგს ადანაშაულებს. გარდაცვლილის ნათესავებმა მთელი ღამე კლინიკასთან გაატარეს. მათი თქმით, 2 დღის წინ ბავშვი საწოლიდან გადმოვარდა და ლავიწის ძვალი დაიზიანა, რის გამო საჭირო გახდა ოპერაციის გაკეთება. კლინიკაში აღნიშნულ შემტხვევასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეტებენ. არსებული ინფორმაციით, ოპერაციაში მონაწილე ექიმები დაკითხვაზე იყვნენ გადაყვანილები„ვიღაც პრაქტიკოსი მოუყვანიათ ვინც გაუკეთა ნარკოზი, ზედმეტი დოზით. დაგვღუპეს, დაიმალნენ, კარები ჩაგვიკეტეს. სახლი გაამზადეთ და ბავშვს მიხედეთო. იმდენი პოლიცია იყო, თურმე ბავშვი მომკვდარა,“-განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის დეიდამ, ეკატერინე ბააკაშვილმა.