ათენი - საბერძნეთის დედაქალაქი. ერთ-ერთი ყველაზე ძველი ევროპული ქალაქია. ის ატიკის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს ველზე, რომელიც დასავლეთიდან, აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთიდან დაბალი მთებითაა შემოსაზღვრული. სამხრეთიდან კი ზღვის ტალღები "ულოკავს" ფეხებს. სახელი ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალღმერთის, ბრძენი ათენას საპატივცემულოდ ეწოდა.
ათენი ცივილიზაციის დასაწყისი, დემოკრატიის და ფილოსოფოსების, ძველი ფასდაუდებელი დოქებისა და სასმისების, მონეტებისა და უხელო ქანდაკებების სამშობლოა, სადაც თავბრუ დაეხვევა ადამიანს. მან სათავე დაუდო სხვა ევროპული ქალაქების შენების ტენდენციებს.