წებოვანი ლენტით შეკეთებული გაზის მილები - ქუთაისში, ბალანჩივაძის ქუჩის მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივები ყვებიან რომ კორპუსებში ბუნებრივი აირი პლასტმასის მილებით არის შეყვანილი. მათივე განმარტებით, მრიცხველები გარე ფასადზე 6 წლის წინ დაამონტაჟეს და მიუხედავად მრავალი მოთხოვნისა, გაზიფიცირება რკინის მილებით დღემდე არ მომხდარა. მოსახლეობა ამბობს რომ ბუნებრივი აირის ის მილები, საიდანაც გაზი ჟონავს, „სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლებმა წებოვანი ლენტით შეფუთეს.„ნებისმიერ დროს შეიძლება კორპუსი აფეთქდეს. ჩვენ ვართ სიკვდილის რიგში. გთხოვთ დაგვეხმაროთ, არ გვინდა სიკვდილი“- აცხადებენ ადგილობრივები. თავად"სოკარ გაზის" ქუთაისის სერვის-ცენტრში აცხადებენ რომ რომ პრობლემა უმოკლეს დროში მოგვარდება.