დაღუპული პოლიციელის შვილი სკოლაში პირველად გიორგი მღებრიშვილმა წაიყვანა. შინაგან საქმეთა მინისტრი, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელის, ზურაბ ზოიძის პირველკლასელ შვილს სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ბათუმში ესტუმრა, საჩუქრები გადასცა და სკოლაში წაიყვანა. სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს უფროსის მოადგილე,ზურაბ ზოიძე 2009 წლის 15 დეკემბერს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, ტრადიციად დამკვიდრდა, რომ დაღუპული თანამშრომლების პირველკლასელ შვილებს მინისტრი და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები სასწავლო წლის დაწყებას პირადად ულოცავენ.