დაღუპული მეშახტეები ქუთაისის პროზექტურიდან ტყიბულში, საკუთარ სახლებში გადაასვენეს. დაღუპულ მეშახტეებს ამ დრომდე ექსპერტიზა უტარდებოდათ. მოხდა მათი იდენტიფიცირება, ვინაიდან უბედური შემთხვევის შედეგად ცხედრები დასახიჩრებული იყო. ტყიბულის შახტში უბედურ შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ორი დღის წინ ემსხვერპლა.