დაღუპული 2 წლის ბავშვი და დაშავებული 3 არასრულწლოვანი ბათუმში - მძიმე ავარიის კადრები და თვითმხილველის კომენტარი ადგილიდან - Palitra News

დაღუპული 2 წლის ბავშვი და დაშავებული 3 არასრულწლოვანი ბათუმში - მძიმე ავარიის კადრები და თვითმხილველის კომენტარი ადგილიდან

2018-09-28 09:50:30+04:00

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო 3 ბავშვი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბავშვები ტაქსით ბაგრატიონის ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ. შემთხვევის დროს სატვირთო ავტომობილს ტაქსი შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება დაიწყო.