ქრონიკული დაღლილობის სინდრომს ხანგრძლივი დაღლილობა ახასიათებს, რომელიც დასვენების შემდეგაც არ გადის. სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ანთებითი დაავადებაა. სპეციალისტებმა ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე ადამიანების სისხლის ნიმუშები შეისწავლეს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მოხალისეებში მომატებული იყო მინიმუმ 17 ციტოკინის დონე. რაც მეტი იყო ციტოკინების დონე, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობდა ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. მკვლევარების აზრით, ახალი ტესტი მნიშვნელოვნად გაამარტივებს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოსტიკას.მეცნიერებმა ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ბიომარკერები აღმოაჩინეს ნაწლავის მიკროფლორასა და სისხლში. კვლევამ აჩვენა, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე ადამიანების ნაწლავის მიკროფლორა უფრო ღარიბი აღმოჩნდა, მათ ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით გაცილებით ნაკლები ანთებისსაწინააღმდეგო ბაქტერია ჰქონდათ.