დაგეგმილი აქციის გამო ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქ ალმათიში უსაფრთხოების ძალები განალაგა.
Reuters-ის ინფორმაციით ყაზახეთის ხელისუფლების მოწინააღმდეგეები დღეს ალმათიში მასშტაბურ აქციას გეგმავენ. გამოცემა წერს, რომ უსაფრთხოების ძალები ქალქის მთავარ ქუჩებს აკონტროლებენ.
ამასთან, ყაზახეთში დღეს უქმნდება საგანგებო მდგომარეობა, რომელიც პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მასშტაბური აქციებისა და არეულობის დროს დააწესა.
ყაზახეთში 2 იანვარს საწვავის ფასის გაორმაგების გამო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რომელიც ანტისამთავრობო მასშტაბურ პროტესტში გადაიზარდა. აქციების დროს მომხდარ არეულობებს სულ მცირე 225 ადამიანი ემსხვერპლა.