დაესწრება თუ არა გიორგი მარგველაშვილი არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას. ეს თემა კვლავ ბურუსით მოცულია. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აცხადებს რომ პრეზიდენტი მოწოდებულია, იმოქმედოს არა პირადი მოსაზრებით, არამედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ანა ნაცვლიშვილის თქმით, მიმდინარეობს პროტოკოლის სამსახურებს შორის მუშაობა დეტალებზე და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი. ცნობისთვის გიორგი მარგველაშვილმა ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრები მოსაწვევი უკვე მიიღო.