მსოფლიოში ყველაზე ღრმა მეტრო ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანშია. მისი სიღრმე 100 მეტრია. ფხენიანის მეტრო ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლოებით მოცულიცაა. მეტროს დეკორაციები და ჭერი მაქსიმალური ოსტატობითაა დამუშავებული, მეტროში აღმართულია მარმარილოს სვეტები და სადგურებზე კიმ ჩენ ირის ფოტოები შეგხვდებათ. სადგურების ჭერზე უზარმაზარი ძვირფასი ჭაღებია. პლატფორმასთან ახლოს, დგას მოწყობილობა, რომელშიც გაზეთები აწყვია და მგზავრები კითხულობენ.