განათლების სამინისტოს ახალი ინიციატივა - უწყება სკოლებში "ვაშლის დარიგების“ კამპანიას იწყებს. როგორც მინისტრმა ჯეჯელავამ განაცხადა, ვაშლის დარიგების კამპანია შემოდგომიდან, თბილისის იმ სკოლებში დაიწყება, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლეა.კამპანიის ფარგლებში ვაშლები კვირაში ერთხელ დარიგდება. თუმცა განათლების მინისტრი აქვე დასძენს რომ ხილის ბავშვებისთვის დაძალებას არ აპირებენ. ამის პარალელურად, სამინისტრო აპირებს კამპანის წარმოებას, რათა მშობლებმა შვილებს ვაშლი გაატანონ.ვაშლით მომარაგებული მოსწავლეების რაოდენობა დაახლოებით 40 000 -60 000 იქნება.