დაძაბული ვითარება თბილისის ცენტრში - ხმაური , დაპირისპირება და დაკავებები საკრებულოსთან. იქ ოპოზიციის პროტესტის აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას და შენობაში შესვლას, თუმცა ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ რომ მათ კანონით საკრებულოში შესვლის უფლება აქვთ. თავად პოლიციის თანამშრომლები თავდაპირველად საკრებულოს შესასვლელთან რამდენიმე მწკრივად, პერიმეტრზე, ჯებირის უკან იყვნენ განლაგებულები, თუმცა, მათ გადმოინაცვლეს საკრებულოს შენობის წინ კიბეებთან და ჯაჭვი აქვთ გაკეთებული. ადმინისტრაციული წესით პოლიციამ აქციაზე 2 პირი დააკავა.