თბილისში, დადიანის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, საყოფაცხოვრებო ნივთებს გაუჩნდა. დამწვარია 300 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, არსებობდა საფრთხე ცეცხლი სხვა სახლებზეც გავრცელებულიყო, თუმცა, მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის კერების ლოკალიზება.ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე ათი სახანძრო ერთეული ბრიგადა მუშაობდა.