დადიანების სასახლესთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე ჟურნალისტი ლევან თორდია ზუგდიდს პოლიციის სამართველოში გამოკითხვაზე ხელმეორედ მივიდა. ლაშა თორდიასთან ერთად "გაერთიანებული ოპოზიციის" წევრი გიორგი ვაშაძეც იმყოფება. ჟურნალისტის თქმით გამოკითხვაზე მეორედ სავარაუდოდ იმ მოტივით დაიბარეს, რომ დააკავონ. ამასთან თორდია აცხადებს რომ უდანაშაულოა და ინციდენტის დროს მხოლოდ თავს იცავდა.
შეგახსენებთ შემტხვევა დადიანების სასახლეში რამდენიმე დღის წინ მოხდა სანდრა რულოვსსა და მასთან ერთად მყოფ პირებს წინასაარჩევნო შეხვედრის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.