თბილისის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციურმა ფრაქციებმა თედო კობახიძის მიერ იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის დროებით დატოვების მოთხოვნა კვლავ დააყენეს. თედო კობახიძესთან დაკავშირებულ საკითხს სხდომაზე კვლავ კამათი მოყვა. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვდნენ პასუხს, თუ რატომ არ დაესწრო ორშაბათს გამართულ ოპოზიციური ფრაქციების სხდომას კობახიძე, რომელზეც მისი საკითხი იხილებოდა. სხდომაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თედო კობახიძე 20 დეკემბერიდან შვებულებაში იმყოფება.
"დადგმული შოუ" - ასე პასუხობს თედო კობახიძე ბრალდებებს და ოპონენტებს. საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ჟურნალისტებთან მხოლოდ მცირე კომენტარით შემოფარგლა.