"ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცის ივერი ბუაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება," - ამის შესახებ ჯარისკაცის ოჯახის წევრებმა განაცხადეს. ბუაძე ხონის რაიონის სოფელ ქუტირში ცხოვრობს. ოჯახის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ჯარისკაცმა ცალ თვალში დაკარგა მხედველობა. მას აქვს ტვინის შეშუპება და ჭრილბები კიდურებზე. ივერი ბუაძე 2011 წელს ჩირიცხა გორის სამხედრო აკადემიაში. 2015-დან სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადაში მსახურობდა. ავღანეთში აპრილში წავიდა და ოქტომბერში უნდა დაბრუნებულიყო. თავდასხმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გუშინ მოხდა. თვითმკვლელის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად, “მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო დაიჭრა.