დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა მძიმეა - Palitra News

დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა მძიმეა

2019-12-19 09:02:28+04:00

ბათუმში დაჭრილ პატრულ-ინსპექტორის ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციის შემდგომ სამართალდამცველი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. თუმცა, როგორც ექიმები აცხადებენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაჭრილი პოლიციელი გუშინ ღამითვე მოინახულეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ. ზაალ მიქელაძის განცხადებით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია და ყველაფერი გაკეთდება, რომ ის უმოკლეს დროში კლინიკიდან გაეწეროს.

შსს-ს ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.