15:10
19 სექტემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
დაცარიელებული სოფლები: 23,8%-ით შემცირებული სოფლის მოსახლეობა და ქალაქები, სადაც შიდა მიგრაციამ იმატა
02-12-2015
საქსტატის 2014 წლის აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით, ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 2 140 126 კაცია, ხოლო სოფლის მოსახლეობა - 1 589 509 კაცი. სოფლის მოსახლეობა 23,8%-ით შემცირდა. ქვეყნის მთელი მოსახლეობის 57,4%-ს ქალაქის მოსახლეობა შეადგენს, რაც წინა აღწერის (2002 წლის) შესაბამის მაჩვენებელზე 5,1%-ით მეტია. თბილისის გარდა, მოსახლეობის მატება აღინიშნა ბათუმსა და რუსთავში.

ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის მატება, ძირითადად, სოფლის მოსახლეობის ქალაქში გადმოსვლით არის განპირობებული. ამის მიზეზი კი სოფლად არსებული რთული ვითარებაა, როცა მოსახლეობას შემოსავლის წყარო არ აქვს და სამსახურის საძებნელად ქალაქში მიდის.

წაიკითხეთ ვრცლად ambebi.ge-ზე
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები