დაღუპული გმირები აფხაზეთიდან 24 წლის შემდეგ გადმოასვენეს - სამებაში 25 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ტაძარში იმყოფებიან დაღუპული გმირების შვილები, მათ შორის არიან მამია ალასანიას ვაჟი ირაკლი ალასანია, სოხუმის ყოფილი მერის გურამ გაბესკირიას შვილები. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებიან ლტოლვილთა და განსახლების, ასევე ევროინტეგრაციის საკითხებში მინისტრები, ასევე დეპუტატები. სამების ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი სამშაბათს 11:00 საათიდან დაიწყება. 15:00 საათზე კი აფხაზეთიდან გადმოსვენებულ გმირებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირის ვინაობა დევნილთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. მათ შორის არიან სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა საბჭოს წევრი - მამია ალასანია.