დიდი ბრიტანეთის საკვები პროდუქტების სტანდარტების სააგენტოს (FSA ) ექსპერტები აცხადებენ, რომ პური და კარტოფილი მანამდე უნდა შეიწვას, ვიდრე ოქროსფერი არ გახდება, და არა გაყავისფრებამდე, რათა თავიდან ავიცილოთ აკრილამიდის წარმოქმნა, რომელიც კიბოს გამომწვევია. აკრილამიდი იმ შემთხვევაში წარმოიქმნება, როდესაც სახამებლის შემცველი პროდუქტები ტოსტერში, ტაფაზე ან გრილზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ან მაღალ ტემპერატურაზე იწვება.