სამოქალაქო აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოქლომი დაადეს. მათ ბოქლომი სიმბოლურად წუყების ღობეზე დაკიდეს, თუმცა უწყების წარმომადგენლებმა ის რამდენიმე წუთში მოხსნეს. ამასთან აქციის მონაწილეები სამინისტროსთან შეშით მივიდნენ.
აქტივისტების განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ უკანასკნელ პერიოდში შეშა საშიშ ნივთად იქცა, მათ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნი შეშა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიიტანეს და ამასთან დაკავშირებით განცხადების დატოვებასაც გეგმავენ.