20:35
14 ოქტომბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
დაბერებასთან ერთად ადამიანი უფრო პოზიტიური ხდება - ეს დასკვნა მას შემდეგ გამოიტანეს, რაც 10 ათასი ადამიანის ემოციური მგრძნობელობა გამოიკვლიეს
16-07-2019

მეცნიერებმა ემოციურ მგრძნობელობაზე კვლევა ჩაატარეს. მათ გამოიკვლიეს 10-დან 85 წლამდე 10 000 ადამიანის ემოციური მგრძნობელობის ტესტირება.

ტესტის საშუალებით დგინდებოდა, რამდენად კარგად ავლენდა ადამიანი უმნიშვნელო ცვლილებებს სახის გამომეტყველებით. ტესტი ასევე აჩვენებდა, სხვადასხვა ასაკის ადამიანები როგორ გამოხატავდნენ მგრძნობელობის ცვლილებებს გარეშე ემოციურ გამოვლინებებთან დაკავშირებით.

აღმოჩნდა, რომ სიბრაზის გამომეტყველება ყველაზე ძლიერად აღინიშნებოდა ადრეულ და საშუალო  ასაკში. ეს სწორედ ის ასაკია, როდესაც ახალგაზრდები მეტად არიან მიდრეკილები სოციალური მუქარის ისეთი ფორმისადმი, როგორიცაა დაცინვა. სიბრაზისადმი მგრძნობელობის განვითარება შეიძლება დაკავშირებული იყოს ჩამოყალიბების ამ ეტაპისთვის დამახასიათებელი პრობლემებით. ასაკის მატებასთან ერთად შიშისა და სიბრაზისადმი მგრძნობელობა ქვეითდება, სამაგიეროდ სიხარულის ნიშნების გამოვლენის უნარი იგივე დონეზე რჩება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები