სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დაუფლების ფაქტზე სამი პირი - ორი კომპანიის დირექტორი და სამუშაოების დამკვეთი უწყების წარმომადგენელი დააკავეს. სამსახურებრივი მოვალეობების არასამართლიანად შესრულების ბრალდებით, პასუხისგებაში ასევე მიეცა სამუშაოების დამკვეთი, ქვემო ქართლის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, რომელსაც სამუშაოების მიმდინარეობაზე ზედამხედველობა ევალებოდა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.