სამართალდამცავებმა დაბა წაღვერთან 60 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე 3 პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ერთი პირი განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო ორი ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისთვისაა აყვანილი.
ცნობისთვის, აკაკი პაპიძე საკუთარ მანქანაში მოკლული მისმა მეუღლემ იპოვა. არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს ავტომანქანა, სადაც პაპიძე გარდაცვლილი იპოვეს, სავაჭრო ჯიხურად ჰქონდათ გადაკეთებული. სწორედ აღნიშნულ მანქანაში ათევდა ღამეს მამაკაცი.