დაბა ლაითურთან, ხანძრის ლიკვიდირებაში ვერტმფრენი ჩაერთო - Palitra News

დაბა ლაითურთან, ხანძრის ლიკვიდირებაში ვერტმფრენი ჩაერთო

2019-04-09 17:12:44+04:00

დაბა ლაითურთან, შერეული ტიპის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. იწვის ბუჩქნარი, ხმელი ბალახი და ხეები.წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 20 ჰექტარი ფართობი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.