მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დაბა გუდაურში მოწყობილი საკარანტინო სივრცეები, რომელიც განთავსებულია სასტუმროებში 67-მა მოქალაქემ დატოვა. თითოეულმა მათგანმა საკარანტინე სივრცის დატოვებამდე სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. მათი ტრანსპორტირება ადგილობრივმა თვითმმართველობამ უზრუნველყო.
ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 4981 ადამიანი იმყოფება, რომლებიც 83 სასტუმროში არსებულ საკარანტინო სივრცეებში არიან განთავსებული. კარანტინის ვადა სულ 13564 ადამიანს დაუსრულდა.