დაბა ჩაქვში მდებარე წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიას დეკანოზ გიორგი მამალაძის ნაცვლად მამა დანიელ სოლომონიძე უხელმძღვანელებს. "ამ დროისათვის სკოლა-გიმნაზიას მამა დანიელ სოლომონიძე ხელმძღვანელობს. იგი მეუფე დიმიტრის ჩამობრძანების შემდეგ დაინიშნა," - აცხადებს მარიამ ტარიელაძე. შესაბამისი ცვლილება საჯარო რეესტრში 7 მარტს აისახა. საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს საპატრიარქოა.