კომში არის ვარდყვავილოვანთა ოჯახის წარმომადგენელი. კომშის შემადგენლობაში შედის A, C, B, P ვიტამინები, აზოტოვანი ნივითიერებები, ორგანული მჟავები, საქაროზა, ფრუტქოზა, კაროტინი, კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი, ფოსფორი და კობალტი. კომშს სამკურნალო დანიშნულებისათვის ძველი დროიდანვე იყენებდნენ. კომში შეიძლება გამოვიყენოთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს, რომელთაც თან ახლავს ფაღარათი და სისხლის დენა, არის შარმდენი. მისი გამოყენება შეიძლება გულ-სისძარღვთა სისტემის დაავადებების დროს.
კომში ეფექტურია ბრონქიტების, გასრტოენტერიტების, მეტეორიზმის დროს, როგორც ანთების საწინააღმდეგო და შემარბილებელი საშუალება. კომშის გულების ნახარში კი, უებარი საშუალებაა ხველის დროს.