დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ვაქცინების შესანახად, 330-ზე მეტი სპეციალური მაცივარები გადაეცა. ამასთან, გაეროს ბავშვთა ფონდმა კლინიკებს 500 ცივი ყუთიც გადასცა, სადაც საჭირო ტემპერატურაზე ვაქცინის შენახვის ხანგრძლივობა 107 საათია. გავრცელებული ინფორმაციით, ცივი ჯაჭვის აღჭურვილობა NCDC-ს მიერ შერჩეულ იმ სოფლის კლინიკებს გადაეცემა, სადაც ამის კრიტიკული საჭიროება გამოიკვეთა. სიღნაღის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რაიონულ დაწესებულებაში კი სპეციალური ცივი ოთახი მოეწყობა.