დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს ვაქცინების შესანახად 330-ზე მეტი სპეციალური მაცივარი გადაეცა. აღჭურვილობა მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ კლინიკებში გადანაწილდება.
სპეციალური მაცივრები აღჭურვილია ძაბვის რეგულატორით, ტემპერატურის აღმრიცხველი მოწყობილობით, ქარხნულად დაპროგრამებული განგაშის სისტემითა და შენახვის პირობების მონიტორინგისთვის განკუთვნილი ეკრანით.
გაეროს ბავშვთა ფონდმა, კლინიკებს, ასევე გადასცა 500 ცივი ყუთი, სადაც საჭირო ტემპერატურაზე ვაქცინის შენახვის ხანგრძლივობა 107 საათია.