დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბაზრობებზე მეთვალყურეობა მკაცრდება. როგორც გამყრელიძე ამბობს რეკომენდაციები დაცული უნდა იყოს ყველგან და მაღაზიაში თუ დახლთან პირბადით უნდა მუშაობდეს ყველა. როგორც გამყრელიძე ამბობს, ბაზრებზე სერიოზული მეთვალყურეობა იქნება შესაბამისი ჯარიმებით და შესაბამისი აღსრულებითი ღონისძიებებით.