დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პირები მოქალაქეების მიერ რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობენ.
როგორც პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვების შერბილებასთან ერთად, აუცილებელია მოქალაქეების თვითშეგნება გაიზარდოს და წესების დაცვა გაგრძელდეს. ამასთან, იმნაძე კოვიდ19-ის გადადების მომატებულ რისკებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის ერთეული შემთხვევები ფიქსირდება, ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს.