დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საზოგადოებას გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევს ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, ცენტრი მოსახლეობას ურჩევს არ დატოვონ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში და მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე. ასევე მოუწოდებენ შეინარჩუნონ საცხოვრებელ გარემოში სიგრილე და სახლში ტემპერატურა შეამოწმონ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ.
ცენტრის ინფორმაციით დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32C, ხოლო ღამით კი 24C-ს.
დაავადებათა კონტორლის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, რომ ამ რეკომენდაციების შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ.