დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს რომ უახლოეს დღეებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში გაიზარდოს. მისი ინფორმაციით, დღეს აღებული 24 სინჯიდან დიდი ალბათობით კორონავირუსის შემთხვევა კიდევ დადასტურდება. როგორც მან აღნიშნა, მკაცრი რეჟიმები საზღვრებზე თანდათანობით დიდ შედეგს არ იძლევა. მისივე ინფორმაციით, დღევანდელი რიცხვით, კარანტიში საქართველოში 81 პირი იმყოფება. აქედან 31 საჩხერეში, 21 აბასთუმაში და ასევე გამოიყო ბავშვთა განყოფილება ტუბცენტრში, რომელიც იზოლირებულია და იქ 35 ადამიანი იმყოფება.